Logo
AMQARI.GE

მოხმარების წესები და პირობები

ბოლო განახლება: 02.04.2026

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Amqari.ge-ზე. ჩვენი პლატფორმით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მათ.

1. პლატფორმის როლი და სტატუსი

  • Amqari.ge წარმოადგენს დამოუკიდებელ ონლაინ სივრცეს (შუამავალ პლატფორმას), რომლის მიზანია დააკავშიროს მომსახურების მაძიებელი მომხმარებლები და მომსახურების მიმწოდებელი დამოუკიდებელი პროფესიონალები (ხელოსნები).
  • ჩვენ არ ვართ სამშენებლო/სარემონტო კომპანია, არ ვასაქმებთ ხელოსნებს და არ ვუწევთ უშუალო მომსახურებას მომხმარებლებს.

2. პასუხისმგებლობის შეზღუდვა (Disclaimer)

  • პლატფორმა არ იღებს პასუხისმგებლობას ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, ვადების დაცვასა და მათ მიერ გაცემული დაპირებების შესრულებაზე.
  • Amqari.ge არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ფიზიკურ თუ მატერიალურ ზიანზე, ქონების (სახლის, ტექნიკის, ნივთების) დაზიანებაზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ხელოსნის ქმედებით ან უმოქმედობით.
  • მომხმარებელსა და ხელოსანს შორის დადებული ნებისმიერი ზეპირი თუ წერილობითი გარიგება, ფინანსური ანგარიშსწორება და სამუშაო პირობები წარმოადგენს მხოლოდ ამ ორ მხარეს შორის არსებულ პასუხისმგებლობას.

3. მომხმარებლისა და ხელოსნის ვალდებულებები

  • პლატფორმაზე რეგისტრაციისას მომხმარებელი/ხელოსანი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი და რეალური ინფორმაცია.
  • აკრძალულია პლატფორმის გამოყენება თაღლითური მიზნებისთვის, შეურაცხმყოფელი ტექსტების განთავსება, ხელოვნური/ყალბი შეფასებების დაწერა და სპამი.
  • პლატფორმა იტოვებს უფლებას, გაფრთხილების გარეშე წაშალოს ან დაბლოკოს ის პროფილები, რომლებიც არღვევენ მოხმარების წესებს ან მიიღებენ მრავალრიცხოვან საჩივარს რეალური მომხმარებლებისგან.

4. ცვლილებები პირობებში

  • Amqari.ge იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები მოხმარების წესებში. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამავე გვერდზე.