Logo
AMQARI.GE

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 02.04.2026

თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტია. წინამდებარე პოლიტიკა ხსნის, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენს ინფორმაციას Amqari.ge-ზე სარგებლობისას.

1. რა ინფორმაციას ვაგროვებთ?

  • სარეგისტრაციო მონაცემები: სახელწოდება, სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
  • საჯარო პროფილის მონაცემები (ხელოსნებისთვის): სერვისების აღწერა, ფასები, სამუშაო გამოცდილება (ბიოგრაფია), ლოკაცია, პროფილის და პორტფოლიოს ფოტოები.
  • ავტომატურად შეგროვებული მონაცემები: პლატფორმაზე თქვენი აქტივობის სტატისტიკა (მაგალითად, ნომრის ნახვის რაოდენობა, ძიების ისტორია, ქუქი-ფაილები/Cookies), რაც გვეხმარება საიტის გამართულ მუშაობაში.

2. ავტორიზაცია სოციალური ქსელებით (Google, Facebook)

  • პლატფორმაზე მომხმარებლის გამოცდილების გამარტივების მიზნით, დანერგილია (ან ეტაპობრივად დაინერგება) მესამე მხარის სერვისებით, კერძოდ Google Auth-ით და Facebook Login-ით ავტორიზაციის ფუნქცია.
  • ამ სერვისების გამოყენების შემთხვევაში, თქვენ გვაძლევთ თანხმობას, რომ თქვენი სოციალური ქსელის პროფილის საჯარო მონაცემებიდან მოვიპოვოთ და ჩვენს ბაზაში შევინახოთ მხოლოდ აუცილებელი ინფორმაცია: თქვენი სახელი, გვარი, ელ-ფოსტის მისამართი და პროფილის სურათი.
  • აღნიშნული მონაცემები გამოიყენება მხოლოდ თქვენი ანგარიშის ავტომატური შექმნისა და პლატფორმაზე მარტივად იდენტიფიცირებისთვის. ჩვენ არ გვაქვს წვდომა თქვენს პაროლებზე, პირად შეტყობინებებსა თუ სხვა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ამ სოციალურ ქსელებში.

3. როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს?

  • მომხმარებლებისა და ხელოსნების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.
  • პლატფორმის სერვისების გასაუმჯობესებლად და სტატისტიკური ანალიზისთვის.
  • ტექნიკური მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი სიახლეების/ცვლილებების შესახებ თქვენთან საკომუნიკაციოდ.
  • სპამის, თაღლითობისა და არაავტორიზებული ქმედებების პრევენციისთვის.

4. მონაცემთა გაზიარება მესამე პირებთან

  • ჩვენ არ ვყიდით და არ ვაქირავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებზე.
  • ხელოსნების მიერ პროფილზე დამატებული ინფორმაცია (სახელი, ტელეფონის ნომერი, სურათები, შეფასებები) ხელმისაწვდომია საჯაროდ, რათა მომხმარებლებმა შეძლონ თქვენთან დაკავშირება. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ღილაკზე "ნომრის ნახვა" დაჭერის შემდეგ, საჯაროდ განთავსებული საკონტაქტო ინფორმაცია გახდება მისთვის ხილული.

5. უსაფრთხოება და უფლებები

  • ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
  • თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი პროფილისა და პერსონალური მონაცემების სრულად წაშლა ჩვენი ბაზიდან, რისთვისაც უნდა დაგვიკავშირდეთ პლატფორმის ადმინისტრაციას.